Thursday, April 19, 2012

დედამიწა


მეოცე საუკუნის დასასრულს მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა ის ფაქტი, რომ დედამიწას, რომელიც თითოეული ჩვენგანის დედა მიწაა, რომელიც ჩვენ, კაცობრიობას - ღმერთმა მშვენიერზე მშვენიერი და უთვალავფერად აბრჭყვიალებული გვიბოძა, გაფრთხილება სჭირდება....
ამიტომ, 1970 წელს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მას აქეთ, დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საზოგადოებრივი ღონისძიება გახლავთ. ანუ ყოველი წლის 22 აპრილს 174 ქვეყნის 17 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწის გარემოს გაუმჯობესებისთვის იბრძვის.
ამ საერთაშორისო ღონისძიებაში ჩვენი ქვეყანაც ჩართულია. დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივითა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოში მთელი დღის განმავლობაში მასშტაბური ღინისძიებები ჩატარდება.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიის წრის აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა - "დედამიწა ჩემი სახლია" მოეწყობა.
აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გამწვანების გრანდიოზული აქცია გაიმართება. სტუდენტები 500-მდე წიწვოვან ნერგს დარგავენ.
ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით, კინოთეატრრუსთაველში" დოკუმენტური ფილმისუგუნურთა ჟამის" პრეზენტაცია გაიმართება, რომელშიც 2055 წელს დედამიწაზე სავალალო მდგომარეობაა ასახული.
მაშ ასე, 22 აპრილს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველომთელ სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენებსრომ დედამიწა ჩვენი სახლია.


წარსულში გლობალური კლიმატური ცვლილებანი შეეხო დედამიწის ხმელეთის დიდ უბნებს; ცვლილებანი თანადროულ დროშიც გრძელდება. დედამიწის კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასეულობით მილიონ წელს.კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს მეცნიერების სპეციფიური დარგიპალეოკლიმატოლოგია.კლიმატი ანუ ჰავაგარკვეულ ადგილებზე წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპია. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია: 1) მზის რადიაცია; 2)ატმოსფეროს ცირკულაცია; 3) ქვეშ არსებული ზედაპირის ხასიათი (უპირველესად ხმელეთის და წყლის თანაფარდობა)
მზის სითბოსა და ტენის გადანაწილებაზე მოქმედებს აგრეთვე კონტინენტების განფენილობა, სანაპირო ხაზის დანაწევრება, ადგილის აბსოლუტური სიმაღლე, მთების განლაგება, მთის ფერდობთა ექსპროპრიაცია, ოკეანური დინებები.
კლიმატი, როგორც ყველა მეტეოელემენტი, ზონალურია, თითოეულ ნახევარსფეროში გამოყოფენ 8 კლიმატურ სარტყელს:
ეკვატორული კლიმატური სარტყელი
სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი
ტროპიკული კლიმატური სარტყელი
სუბტროპიკული კლიმატური სარტყელი
ზღვიური კლიმატური სარტყელი
სუბარქტიკული კლიმატური სარტყელი
სუბანტარქტიკული კლიმატური სარტყელი
არქტიკული კლიმატური სარტყელი
გლობალური დათბობადედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.






ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდაკლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით “დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილისათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით”, რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტირაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21– საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ითსათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდებამხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევასგაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრეშეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილებაშეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობაშემცირდება მყინვარებიგადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობებიგაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგადსახელმწიფოთა
უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმსრომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნადთუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებთუ რა უფრო რაციონალურიაგლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.


 საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი ბან კი-მუნია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”- წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება.









No comments:

Post a Comment